2026 წლის 13 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ, შეხვედრა გამართა თესალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, იოანნის მასუტისთან.
2026 წლის 13 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ, შეხვედრა გამართა თესალონიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, იოანნის მასუტისთან.
შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ბიზნეს წრეებს შორის პირდაპირი კონტაქტების გააქტიურებას. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ბიზნეს ფორუმებისა და შეხვედრების ორგანიზების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და საბერძნეთის ბიზნეს წარმომადგენლებს შორის ინფორმაციის გაცვლას, ახალი პარტნიორების მოძიებას და საინვესტიციო პროექტების განვითარებას. გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო წარმოადგენს მიმზიდველ გარემოს რეგიონში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის, ხოლო საბერძნეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია და სამუშაო შეხვედრები, ბიზნეს ფორუმების დაგეგმვისა და ჩატარების, აგრეთვე სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რაც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას და ახალი პარტნიორული ინიციატივების განვითარებას.
