Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

2026 წლის 7 აგვისტოს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საბერძნეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი, დავით ფაცაცია, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, თესალონიკში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დიასპორის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამ, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ და არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საბერძნეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და დიასპორის როლი ქართული იდენტობის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის, ასევე საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის საქმეში.
შეხვედრის ფარგლებში, არქიმანდრიტმა ღვთისავარ გობეჯიშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით, სიწმინდე - „წმინდა ოთხთავი (მოქვის სახარების მინიატურებით)“ წარადგინა, რომელიც ისტორიული რედაქციის შევსებული ვარიანტია და გამოიცა არქიმანდრიტ ღვთისავარ გობეჯიშვილის მიერ, აფხაზეთის მთავრობის, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით.