2026 წლის 7 მაისს თესალონიკის 22-ე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწა“ ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია.
2026 წლის 7 მაისს თესალონიკის 22-ე საერთაშორისო წიგნის ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ცნობილი ქართველი პოეტის, დათო მაღრაძის პოემის „ბარაქიანი მიწა“ ბერძნული თარგმანის პრეზენტაცია.
პოემა ითარგმნა თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ორგანიზებით. წიგნი თარგმნა არისტოტელეს უნივერსიტეტის ლექტორმა, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა, ნინო ლუკაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თესალონიკში მოღვაწე ქართველი ემიგრანტი პოეტები, პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულები, საერთაშორისო წიგნის გამოფენაში მონაწილე გამომცემლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ პოემა „ბარაქიანი მიწა“ დათო მაღრაძის შემოქმედებიდან პირველი წიგნია, რომელიც ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა.
