2026 წლის 12 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე შეხვდა ცენტრალური მაკედონიის გუბერნატორს, ათინა ათანასიადუ აიდონას.
2026 წლის 12 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე შეხვდა ცენტრალური მაკედონიის გუბერნატორს, ათინა ათანასიადუ აიდონას.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ კავშირებს და მათი შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და საერთო ევროპული ღირებულებები აკავშირებს.
საუბარი ასევე შეეხო ზამთრის სეზონზე თესალონიკი–თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის საკითხსაც, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ტურისტული ნაკადების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
