Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, უფროსი მრჩეველი ირაკლი კოდუა და ვიცე-კონსული კარლო ჩხაიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქში

🇬🇪2025 წლის 27 -28 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, უფროსი მრჩეველი ირაკლი კოდუა და ვიცე-კონსული კარლო ჩხაიძე, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქში, რომელის რეგიონის შემადგენელი პრეფექტურებია: დრამა (ქ. დრამა), ევროსი (ქ. ალექსანდრუპოლი), კავალა (ქ. კავალა), როდოპი (ქ. კომოტინი), კუნული თასოსი (ქ. თასოსი), ქსანთი (ქ. ქსანთი)
 
27 მარტს, შეხვედრები გაიმართა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის გუბერნატორთან, ხრისტოდულოს ტოპსიდისთან, ქ. ალექსანდრუპოლის მერიის გენენარულ მდივანთან, იოანნის ბოგდისთან და ვიცე მერთან, ილიას დასტერიდისთან.
 
გუბერნატორთან შეხვედრისას განხილულ იქნა რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორის ხელშეწყობისათვის საჭირო სამომავლო ღონისძიებები. აგრეთვე, საუბრისას ხაზი გაესვა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაკიის ოლქის ეკონომიკურ პოტენციალს და აღინიშნა ქართველი და ბერძენი ბიზნესმენების ერთობლივი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები.
 
ქ. ალექსანდრუპოლის მერიის გენერალურ მდივანთან, იოანნის ბოგდისთან და ვიცე- მერთან, ილიას დასტერიდისთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას და ხალხებს შორის არსებულ ტრადიციულ მეგობრულ, ისტორიულ კავშირებს, რაც მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზეა დამყარებული.
 
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე. საუბარი ასევე შეეხო ალექსანდრუპოლში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს. ამასთანავე, შეხვედრებზე აღინიშნა აღმოსავლეთ მაკედონიისა და თრაქიის რეგიონის მზარდი სავაჭრო-ეკონომიური და ტურისტული პოტენციალი, რაც ი. ბოგდისის თქმით, უცხოელი ინვესტორების მაღალ დაინტერესებას იწვევს.