2026 წლის 5 სექტემბერს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენას „HELEXPO“-ს ეწვია, სადაც ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები და ნაწარმია წარმოდგენილი.

გენერალურმა კონსულმა ღონისძიების ორგანიზატორს სოფიო მინაძეს, ასევე გამოფენაში მონაწილე ქართველ დიზაინერებსა და ხელოვანებს, საზღვარგარეთ ქართული კულტურისა და შემოქმედების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელები გადასცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ქართველი დიზაინერებისა და ხელოვანების ნამუშევრები წარმოდგენილი იქნება 13 სექტემბრის ჩათვლით, საგამოფენო ცენტრის „HELEXPO“-ს მე-5 პავილიონში.