2025 წლის 20 დეკემბერს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში და ქართულ-ბერძნული დიასპორული ასოციაციის “თერგი” ბაზაზე არსებულ საკვირაო სკოლაში “მერცხალი”, საზეიმოდ აღინიშნა დამდეგი შობა-ახალი წლის დღესასწაული.

საკვირაო სკოლების მოსწავლეებმა და პედაგოგებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული ლიტერატურული, მუსიკალური და საცეკვაო ნომრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, საკონსულოს თანამშრომლები და სხვა მოწვეული სტუმრები.