- მთავარი
- სიახლეები
- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ, თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, თეთრიწყაროს საკრებულოს თავჯდომარემ, გოჩა თედორაძემ და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორმა, გიორგი ანდრიაძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართეს ათონის წმინდა მთის ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ალექსიოსიოსთან, ივერონის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ნათანაილისთან, ვატოპედის წმინდა მონასტრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ეფრემთან და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ, თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, თეთრიწყაროს საკრებულოს თავჯდომარემ, გოჩა თედორაძემ და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორმა, გიორგი ანდრიაძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართეს ათონის წმინდა მთის ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ალექსიოსიოსთან, ივერონის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ნათანაილისთან, ვატოპედის წმინდა მონასტრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ეფრემთან და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან
2025 წლის 26-27 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ, თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, თეთრიწყაროს საკრებულოს თავჯდომარემ, გოჩა თედორაძემ და საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო აკადემიის პროფესორმა, გიორგი ანდრიაძემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, შეხვედრები გამართეს ათონის წმინდა მთის ქსენოფონტეს მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ალექსიოსიოსთან, ივერონის მონასტრის წინამძღვართან, არქიმანდრიტ ნათანაილისთან, ვატოპედის წმინდა მონასტრის წინამძღვართან არქიმანდრიტ ეფრემთან და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველ სასულიერო პირებთან.
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ისტორიულად სანიმუშო ურთიერთობებს, რომელიც სულიერ კავშირებს ეფუძნება და ამ კავშირებში, ორი ქვეყნის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ დელეგაციის წევრებს აგრეთვე საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ივერონის მონასტრის მუზეუმი, სადაც დაცულია თორნიკე ერისთავის აბჯარი, ოპიზის ოთხთავი და სხვა უნიკალური ქართული ხელნაწერები.