Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

026 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატონი“ (PLATON DIAGNOSIS) პრეზიდენტმა ხრისტინა კარკალიმ ხელი მოაწერეს 2024 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კიდევ ერთი წლით გაგრძელებას.

2026 წლის 6 ოქტომბერს, ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ და დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატონი“ (PLATON DIAGNOSIS) პრეზიდენტმა ხრისტინა კარკალიმ ხელი მოაწერეს 2024 წლის 2 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმების კიდევ ერთი წლით გაგრძელებას.
შეთანხმების თანახმად, თესალონიკის საკონსულო ოლქში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები ცენტრის ლაბორატორიებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ყოველთვიურად საქართველოს 10 მოქალაქე სრულიად უფასოდ ჩაიტარებს სისხლის ანალიზებს ცენტრის ფილიალებში. შეირჩევიან ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო დაზღვევა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად საჭიროებენ სამედიცინო გამოკვლევებს.
მოქალაქეების შერჩევას განახორციელებს თესალონიკის ემიგრანტთა ჯგუფის „SOS“-ის ხელმძღვანელი ლეილა ჯაფიაშვილი.
ტელ.: +30 699 543 6369.
დიაგნოსტიკური ცენტრის ხუთი ფილიალია:
• თემისტოკლი სოფულის ქ. 14 — +30 2310 425 901
• კონსტანტინოს კარამანლის ქ. 64 — +30 2310 805 540
• პილეა, ლეოფოროს კენედის ქ. 37 — +30 2310 425 901
• ეთნიკის ამინის ქ. 32 — +30 2310 425 901
• ალექსანდრუ სვოლუს ქ. 32 — +30 2310 425 901
გენერალური საკონსულო მადლობას უხდის დიაგნოსტიკური ცენტრის „პლატონის“ ხელმძღვანელობასა და ლეილა ჯაფიაშვილს თანამშრომლობისთვის.