Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

2026 წლის 2 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა კავალის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, იოანნის პანაიოტიდისთან.

2026 წლის 2 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, გელა ჯაფარიძემ შეხვედრა გამართა კავალის სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან, იოანნის პანაიოტიდისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები. ამ კონტექსტში, მხარეებმა განიხილეს ერთობლივი ღონისძიებებისა და საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონში და ქვეყანაში არსებულ მიმზიდველ გარემოს ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის.
მხარეები შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
იმავე დღეს, საქართველოს გენერალური კონსული ასევე დაესწრო ქ. კავალაში რიგით 32-ე გამოფენის - Kavala Expo 2026 გახსნის ცერემონიალს.