2026 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თესალიის რეგიონში
2026 წლის 16-17 ოქტომბერს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თესალიის რეგიონში, კერძოდ, ქ. ლარისაში და ქ. ვოლოსში, სადაც შეხვედრები გამართა თესალიის რეგიონის გუბერნატორთან, დიმიტრიოს კურეტასთან, ქ. ლარისას მერთან, ათანასიოს მამაკოსთან და ქ. ვოლოსის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ელენა ანდონოპულუსთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირებზე და ხაზი გაესვა ამ კავშირების უფრო გაღრმავებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო თესალიისა და საქართველოს ერთ-ერთი რეგიონის დაძმობილების შესაძლებლობას. ამასთანავე, აღინიშნა პონტოელი ბერძნების როლი, რომლებიც ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ ორ ქვეყანასა და ორ ერს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში.
