ქ. ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ემოქმედებითი დასი თესალონიკის თეატრში „კოლოსეონი“, ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარდგა.
2025 წლის 29 ივნისს, ქ. ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის (სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია) შემოქმედებითი დასი თესალონიკის თეატრში „კოლოსეონი“, ავქსენტი ცაგარელის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლით - „რაც გინახავს ვეღარ ნახავ“ წარდგა.
წარმოდგენას ესწრებოდნენ აჭარის ა/რ კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ლევან ბერიძე, თესალონიკში გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
სპექტაკლის დასრულების შემდეგ, ელისო ბოლქვაძემ, ლევან ბერიძემ და გელა ჯაფარიძემ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, რა დროსაც ხაზი გაუსვეს ქართული კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების საერთაშორისო არენაზე სათანადოდ წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობას.
ამასთან, გელა ჯაფარიძემ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ალექსანდრე ქანთარიას, საზღვარგარეთ ქართული თეატრის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის სპექტაკლის თესალონიკში გამართვის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის, ასოციაციის ,,თერგი" ხელმძღვანელს, ია ხუროშვილს და თეატრის შემოქმედებითი დასის თითოეულ წევრს წარმოდგენის მაღალ დონეზე შესრულებისთვის.