ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოების „საქართველო“ (ხელმძღვანელი - ელგუჯა მინაძე) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას - ქართული დიზაინი თესალონიკში დაესწრო
2025 წლის 23 მარტს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოების „საქართველო“ (ხელმძღვანელი - ელგუჯა მინაძე) ორგანიზებით გამართულ ღონისძიებას - “ქართული დიზაინი თესალონიკში დაესწრო.”
ღონისძიებაზე ქართველი ხელოვანებისგან წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, აგრეთვე ქართული ტრადიციული ხელოვნების ნიმუშები.
გენერალურმა კონსულმა გამოფენაში მონაწილე ქართველ ხელოვანებს სამახსოვრო სიგელები გადასცა და მათ წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც, თესალონიკში მცხოვრები ქართველები, ასევე, ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოქალაქეები.
გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორს, ქართველ დიზაინერს სოფო მინაძეს, ასევე, გამოფენის მხარდამჭერებს თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოების „საქართველო“ ხელმძღვანელს, ელგუჯა მინაძეს და თესალონიკის ამბელოკიპი-მენემენის მუნიციპალიტეტის მერიას.