- მთავარი
- სიახლეები
- 2025 წლის 27 აპრილს თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, თესალონიკის ქართულ დიასპორასთან და 29 აპრილს ქ. დრამის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ
2025 წლის 27 აპრილს თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, თესალონიკის ქართულ დიასპორასთან და 29 აპრილს ქ. დრამის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ
2025 წლის 27 აპრილს თესალონიკის ქართული სამრევლოს წმინდა ნიკოლოზის ტაძარში, თესალონიკის ქართულ დიასპორასთან და 29 აპრილს ქ. დრამის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გამართეს საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ და დიასპორის კომიტეტის წევრმა, ნოდარ ტურძელაძემ.
შეხვედრებს ესწრებოდნენ თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, საკონსულოს თანამშრომლები და პროტოპრესვიტერი მამა გიორგი (მათურელი).
ქ. თესალონიკის სამრევლოში და ქ. დრამაში შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს ირაკლი ზარქუამ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, ნოდარ ტურძელაძემ და გელა ჯაფარიძემ.
ირაკლი ზარქუამ და ნოდარ ტურძელაძემ ქართულ დიასპორას მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის დიასპორის კომიტეტის მიერ განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. მან აგრეთვე ყურადღება გაამახვილა ქართულ სახელმწიფოსა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის ახლო კომუნიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს უცხოეთში ქართული დიასპორის საჭიროებებისა და მოთხოვნილებების შეძლებისდაგვარად მოკლე დროში დაკმაყოფილებას.
თავის მხრივ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, დიასპორის დეპარტამანეტის მიერ გაწეული საქმიანობა. ასევე, ყურადღება გაამახვილა დიასპორის მხარდამჭერი პროგრამებისა და პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე, მთავარ მიზნებსა და სამომავლო ამოცანებზე, რაც ხელს უწყობს უცხოეთში ქართული დიასპორის გაძლიერებას.
ამასთანავე, თავის მიმართვაში გელა ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა, ქართული დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობას, თესალონიკში და დრამაში მცხოვრები ემიგრანტების მხარდაჭერის კუთხით. მან ასევე ისაუბრა დელეგაციის წევრების მიერ განხორციელებულ შეხვედრებზე ათონის წმინდა მთაზე, რა დროსაც მოხდა ქსენოფონტეს, ივერონისა და ვატოპეტიდის წინამძღვრებთან და აღნიშნულ მონასტრებში მოღვაწე ქართველ ბერებთან შეხვედრა და გასაუბრება.
შეხვედრის დროს საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვები დაესვათ ირაკლი ზარქუასთვის, ვლადიმერ კონსტანტინიდისთვის და გელა ჯაფარიძისთვის, რა დროსაც მათ მიიღეს ამომწურავი პასუხები. ამასთან, შეხვედრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები პირადად გაესაუბრნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, უშუალოდ დაუსვეს მათ კითხვები და მიიღეს შესაბამისი პასუხები იმ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება, როგორც მათ საზღვარგარეთ ყოფნის ხელშეწყობის, აგრეთვე საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მათი რეინტეგრაციის პროცესს.
მოქალაქეებთან შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ბიზნეს და ეკონომიკური ხასიათის ურთიერთთანამშრომლობის გაჯანსაღების პროცესში დიასპორის როლი. ამასთან, საქართველოსა და საბერძნეთის ქალაქებს შორის დამეგობრების შესაძლებლობა და მისი დადებითი შედეგები.
აღსანიშნავია, რომ ქ. დრამაში ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები, დრამის მუნიციპალიტეტის სოფელ სიფსაში არსებულ ამაღლების მონასტერს ეწვივნენ, რომელიც აშენებულია წმინდა ღირსი მამის, გიორგი კარსლიდისის მიერ.
ღირსი მამა გიორგი კარსლიდისი დაიბადა საქართველოში, წალკის რაიონ სოფელ ხადიკში, (იგივე ტბეთში) 1902 წლის 18 იანვარს. დაბადების შემდგომ მას სახელად ათანასე დაარქვეს. ათანასე პატარაობიდანვე მონასტერში დადიოდა და სულიერ ცხოვრებას მალევე შეუდგა. ათანასეს მცირე სქემაში აღკვეცა მოხდა საქართველოში, აფხაზეთის რეგიონში, სოფ. დრანდაში, არქიმანდრიტ გიორგი წულაიას მიერ, ხოლო დიდ სქიმაში იგი აღკვეცა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილმა) და გიორგი დაარქვა. მამა გიორგის, საქართველოდან მოწყვეტილს თავისი ქვეყნის სიყვარული არასოდეს განელებია. აღსანიშნავია, რომ მამა გიორგი წირვა-ლოცვას მუდამ ქართულად აღავლენდა და ანდერძადაც დაიბარა, რომ იგი საქართველოდან წაღებული შესამოსელით დაესაფლავებინათ და ქართული ჯვარი და სახარება ჩაეყოლებინათ.
ამასთანავე, ქართული დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ქ. დრამაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის გურამ კუნჭულიას მეურნეობა, სადაც გაშენებულია ქართული ჯიშის ვაზი და მომავალში დაგეგმილია მცირე ქართული კულტურის ცენტრის აშენება.