ქ. თესალონიკში ქართველი, უკრაინელი და ბერძენი შემსრულებლების მონაწილეობით, მუსიკალური საღამო გაიმართა
2024 წლის 19 დეკემბერს, ქ. თესალონიკში ქართველი, უკრაინელი და ბერძენი შემსრულებლების მონაწილეობით, მუსიკალური საღამო გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და თესალონიკში წარმოდგენილი დიპლომატიური კორპუსის, ქართული და უკრაინული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე არქიმანდრიტი მამა ეფსევი და საკონსულოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თესალონიკში საქართველოსა და უკრაინის გენერალურმა კონსულებმა, გელა ჯაფარიძემ და ევგენი შკვიროვმა.