აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაქიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან
2025 წლის 28 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, თესალონიკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გამართა მაკოდონია-თრაქიიის საკითხებში საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, კონსანტინოს გიულეკასთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნე თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თესალონიკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი, ეკატერინი ცაპიკიდუ.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.
ხაზი გაესვა ბერძენ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების შენარჩუნებისა და განმტკიცების მნიშვნელობას. საუბარი ასევე შეეხო საბერძნეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაიგეგმება ერთობლივი ღონისძიებები და ბიზნეს ფორუმები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო მეტად განმტკიცებას და ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.
ამასთანავე, კონსანტინოს გიულეკასმა სტუმრებს დაათვალიერებინა მაკედონია-თრაკიის სამინისტროს შენობაში არსებული სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატები და ხელნაწერები.