2025 წლის 25 მაისს, ქ. თესალონიკის თეატრში, თესალონიკის ქართული თეატრის დასის სპექტაკლის „ნახვამდის, მომავალ სიცოცხლემდე!“ პრემიერა გაიმართა.
2025 წლის 25 მაისს, ქ. თესალონიკის თეატრში, თესალონიკის ქართული თეატრის დასის (ხელმძღვანელი მალხაზ რაზმაძე) სპექტაკლის „ნახვამდის, მომავალ სიცოცხლემდე!“ პრემიერა გაიმართა.
სპექტაკლმა, რომელიც ქართველმა მსახიობებმა ბერძნულ ენაზე წარუდგინეს მაყურებელს, დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
წარმოდგენის პრემიერას ესწრებოდნენ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკში მცხოვრები საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეები.
გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის სპექტაკლის დამდგმელ რეჟისორს, მალხაზ რაზმაძეს, სპექტაკლში მონაწილე ქართველ მსახიობებს და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.