თესალონიკის „ასოციაციის „თერგი“ და „კავკასიის ხელოვნებისა და ფოლკლორის ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა კონცერტი
2025 წლის 30 ივნისს, თესალონიკის „ასოციაციის „თერგი“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) და „კავკასიის ხელოვნებისა და ფოლკლორის ასოციაციის“ (პრეზიდენტი მაკა ჭკუასელი) ორგანიზებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „იბერია“ (ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი შალვა ბარათაშვილი), თესალონიკში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „ფესვები“ (ხელმძღვანელი ლიკა ჯოხაძე), „ლომისი“ (ხელმძღვანელი ბექა ჟამურელი) და ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „სალაღობო“ (ხელმძღვანელი დალი აფაქიძე) და ხვიჩა თომაშვილის ანსამბლმა “ჩემი საქართველო აქ არის”.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ვარლამ ბაძაღუა. თესალონიკში მცხოვრები საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეები.
გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის ხსენებული კონცერტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში.