2025 წლის 24 ივნისს, თესალონიკის „ათინეონის“ თეატრის სცენაზე, ასოციაციის „თერგი“ და „კავკასიის ხელოვნებისა და ფოლკლორის ასოციაციის“ორგანიზებით გაიმართა კონცერტი
2025 წლის 24 ივნისს, თესალონიკის „ათინეონის“ თეატრის სცენაზე, ასოციაციის „თერგი“ (ხელმძღვანელი ია ხუროშვილი) და „კავკასიის ხელოვნებისა და ფოლკლორის ასოციაციის“ (პრეზიდენტი მაკა ჭკუასელი) ორგანიზებით გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოდან მოწვეულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „თოლიგე“ (ხელმძღვანელები დიანა ბლიაძე და დათო ფრიდონიშვილი), თესალონიკში მოქმედმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „ფესვები“ (ხელმძღვანელი ლიკა ჯოხაძე), „ლომისი“ (ხელმძღვანელი ბექა ჟამურელი) და ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა „სალაღობო“ (ხელმძღვანელი დალი აფაქიძე).
ქორეოგრაფიული ანსამბლები მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვებით წარსდგნენ, ხოლო ქალთა ვოკალურმა ანსამბლმა პოპულარული ხალხური სიმღერები შეასრულა, რამაც მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკში მცხოვრები საქართველოსა და საბერძნეთის მოქალაქეები.
გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის ხსენებული კონცერტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალ საქმიანობაში