Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქ. თესალონიკში კულინარიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა

2025 წლის 15 ივნისს, ქ. თესალონიკში კულინარიის საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო 40-მდე ქვეყნის სამზარეულო. როგორც ყოველთვის, წელსაც ღონისძიების სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა ქართულმა პავილიონმა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები და ქართული ღვინო.
 
ფესტივალზე ქართული კუთხე, რომელიც გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით მოეწყო, წარადგინეს და კერძები მოამზადეს თესალონიკში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა და თესალონიკში მოქმედმა დიასპორულმა ორგანიზაციებმა.
 
ფესტივალს ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, თესალონიკში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე, სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
 
ღონისძიების პარალელურად გაიმართა მუსიკალური და ცეკვის ანსამბლების გამოსვლები, რა დროსაც ანსამბლებმა „ფესვები“ (ხელმძღვანელი ლიკა ჯოხაძე) და „ლომისი“ (ხელმძღვანელი ბექა ჟამურელი) ქართული ცეკვები შეასრულეს, ხოლო მაყურებლის წინაშე ქართული სიმღერებით წარსდგნენ ვოკალისტის, ხვიჩა თომაშვილის აღსაზრდელები, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
 
ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის კულინარიის ფესტივალის ორგანიზატორს, ზაირა გარდავას და ქართული დიასპორის ყველა იმ წარმომადგენელს, რომლებმაც ფესტივალზე ქართული ტრადიციული სამზარეულო მაღალ დონეზე წარმოაჩინეს.