ქ. თესალონიკს ეწვია და კონცერტი გამართა, ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა “ყვარელი”
2025 წლის 4 მაისს, ქ. თესალონიკს ეწვია და კონცერტი გამართა, ქართული ხალხური სიმღერების ანსამბლმა “ყვარელი”.
კონცერტი გაიმართა ყვარლის გამგეობის ორგანიზებითა და თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულოს მხარდაჭერით. ამასთან, კონცერტში მონაწილეობა მიიღეს თესალონიკში მოღვაწე მუსიკოსის და ვოკალის მასწავლებლის, ხვიჩა თომაშვილის სტუდიის აღსაზრდელებმა.
ღონისძიებას ესწრებოდა ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე, გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ქართული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები.
საღამოზე ანსამბლმა “ყვარელი” შეასრულა ცნობილი ქართული პოლიფონიური სიმღერები, რამაც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის ღონისძიების ხელშემწყობებს, ქ. თესალონიკში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტს, მარინა ავაზაშვილს, ყვარლის მუნიციპალიტეტის კულტურის განყოფილების დირექტორს, მაია ზარდიაშვილს და დიასპორული ასოციაციის „თერგი“ თავმჯდომარეს, ია ხუროშვილს.