ქ. თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოების „საქართველო“ (ხელმძღვანელი ელგუჯა მინაძე) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
2025 წლის 15 ივნისს, ქ. თესალონიკში არსებული ქართული საზოგადოების „საქართველო“ (ხელმძღვანელი ელგუჯა მინაძე) ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სახელწოდებით „საქართველოო ლამაზო“.
ღონისძიებაზე ქართული ცეკვის ანსამბლი „საქართველო“ (ხელმძღვანელი რუსა საბაძე) მაყურებლის წინაშე ქართული ცეკვებით წარსდგა, ხოლო ვოკალისტის, ხვიჩა თომაშვილის აღსაზრდელებმა ქართული სიმღერები შეასრულეს, რამაც დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს საბერძნეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის.