თესალონიკში მოქმედ ქართული ცეკვის ანსამბლს „ლომისი“, საჩუქრად გადაეცა აფხაზური ცეკვის ფორმები
2026 წლის 16 იანვარს ქ. თესალონიკში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერითა და აფხაზეთის ა.რ. იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ჩართულობით, თესალონიკში მოქმედ ქართული ცეკვის ანსამბლს „ლომისი“, საჩუქრად გადაეცა აფხაზური ცეკვის ფორმები.
