Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. თესალონიკში

2026 წლის 8 ივნისს, ქ. თესალონიკში მდებარე სასტუმროში „მაკედონია პალასი“, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა.

2026 წლის 8 ივნისს, ქ. თესალონიკში მდებარე სასტუმროში „მაკედონია პალასი“, საქართველოს გენერალურმა საკონსულომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ბიზნეს სექტორის, განათლების, კულტურისა და სამედიცინო სფეროების წარმომადგენლები, ქართველი სტუდენტები, ქართული დიასპორის წევრები, ადგილობრივი და პონტოელი ბერძნები, აგრეთვე სასულიერო პირები.
დამსწრე საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და სიტყვით მიმართეს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან ბერიძემ, გენერალური კონსულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი კოდუამ და მაკედონიისა და თრაკიის საკითხებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კონსტანტინოს გიულეკასმა. გამომსვლელებმა
ხაზი გაუსვეს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ მნიშვნელობას ქართველი ერისთვის, საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე მიღწეულ წარმატებებს, ასევე საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამტკიცების მნიშვნელობას და სხვადასხვა მიმართულებებით ქართული სახელმწიფოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რაც არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის აღიარებული.
მიღებაზე დამსწრე საზოგადოების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა კულტურულმა პროგრამამ, რომელიც წარადგინეს საქართველოდან სპეციალურად მოწვეულმა კვარტეტმა „რანინა" და ცნობილმა ქართველმა მომღერალებმა ზურაბ მანჯავიძემ და საბა კემულარიამ, რომლებმაც ცნობილი ქართული ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შეასრულეს.