აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ქ. თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა
2025 წლის 29 ივნისს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, ქ. თესალონიკში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, რომელიც თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში გაიმართა, მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო უწყების მიმდინარე საქმიანობა, პრიორიტეტები და კულტურული პროგრამები, ამასთანავე ხაზი გაუსვა სხვადასხვა პროექტებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
თავის მხრივ, ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა მზაობა გამოხატეს, მომავალშიც აქტიურად ჩაერთონ სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებულ სხვადასვა კულტურულ ღონისძიებებში, საბერძნეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.
ელისო ბოლქვაძემ უპასუხა შეხვედრის მონაწილეთა შეკითხვებს და ქართულ დიასპორას კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
თესალონიკში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საბერძნეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ბერიძე, გენერალური კონსული თესალონიკში გელა ჯაფარიძე, აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე, ირმა აბულაძე და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები.