- მთავარი
- სიახლეები
- გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, „Hellenism Vision 2050 –Leader Awards”, 33-ე ბიზნეს ეკონომიური ფორუმის “Money Show 2025” დაჯილდოების ცერემონიალზე, გენერალური საკონსულოს სახელით, მუსიკისა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ცნობილი ბერძნული ანსამბლის წევრებს “Fortissimo” სპეციალური სიგელი გადასცა
გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, „Hellenism Vision 2050 –Leader Awards”, 33-ე ბიზნეს ეკონომიური ფორუმის “Money Show 2025” დაჯილდოების ცერემონიალზე, გენერალური საკონსულოს სახელით, მუსიკისა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ცნობილი ბერძნული ანსამბლის წევრებს “Fortissimo” სპეციალური სიგელი გადასცა
2025 წლის 16 მარტს, ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, „Hellenism Vision 2050 –Leader Awards”, 33-ე ბიზნეს ეკონომიური ფორუმის “Money Show 2025” დაჯილდოების ცერემონიალზე, გენერალური საკონსულოს სახელით, მუსიკისა და კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისთვის, ცნობილი ბერძნული ანსამბლის წევრებს “Fortissimo” სპეციალური სიგელი გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და ის ჩრდილოეთ საბერძნეთის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ და საბერძნეთში მოღვაწე გამოჩენილ პიროვნებებს ეძღვნება, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ საბერძნეთის პოპულარიზაციის საქმეში.
ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების ცნობილი სახეები ესწრებოდნენ, რომელიც ფართოდ იქნა გაშუქებული ბერძნულ მედიაში.