თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, გენერალურ საკონსულოში შეხვედრა გამართა კულტურული დიპლომატიის ჩრდილოეთ საბერძნეთის ინსტიტუტის პრეზიდენტთან, დიმიტრიოს ტურუკისთან
2025 წლის 14 მარტს ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა გელა ჯაფარიძემ, გენერალურ საკონსულოში შეხვედრა გამართა კულტურული დიპლომატიის ჩრდილოეთ საბერძნეთის ინსტიტუტის პრეზიდენტთან, დიმიტრიოს ტურუკისთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ორმხრივი კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბერძნულ - ქართული კონფერენციის გამართვის შესაძლებლობის საკითხს, რა დროსაც მომხსენებლებს საშუალება ექნებათ დამსწრე საზოგადოებას უფრო ახლოს გააცნონ როგორც საქართველოსა და საბერძნეთს შორის არსებული ახლო ისტორიული, კულტურული და სულიერი კავშირების შესახებ, აგრეთვე ისაუბრონ არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე.
მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო შეხვედრაზე, სადაც უფრო დეტალურად იქნება განხილული ხსენებულ ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.