Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე თესალონიკის ,,აგია სოფიას" ტაძარში, თესალონიკის ყოფილი მიტროპოლიტის ანთიმოსის სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრო

2025 წლის 15 მარტს, . თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსული, გელა ჯაფარიძე თესალონიკის ,,აგია სოფიას" ტაძარში, თესალონიკის ყოფილი მიტროპოლიტის ანთიმოსის სამგლოვიარო ცერემონიალს დაესწრო, რომელიც 13 მარტს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მისი მოღვაწეობის პერიოდში და მისი ხელშეწყობით, 2015 წელს დაარსდა თესალონიკში პირველი ქართული სამრევლო, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა თესალონიკში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის. გელა ჯაფარიძემ თესალონიკის ყოფილი მიტროპოლიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა, რა დროსაც აღნიშნა მიტროპოლიტ ანთიმოსის როლი თესალონიკში ქართული სამრევლოს დაარსებაში და ღრმა მწუხარება გამოხატა მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.