Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გრძელდება თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სისხლის ბიოქიმიური უფასო გამოკვლევების აქცია

გრძელდება თესალონიკში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის სისხლის ბიოქიმიური უფასო გამოკვლევების აქცია, რომელიც ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და თესალონიკის დიაგნოსტიკურ ცენტრს „PLATON DIAGNOSIS” შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.
 
2025 წლის 19 აპრილს, ზემოხსენებული აქციის ფარგლებში, თესალონიკში მცხოვრებ საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს, სრულიად უფასოდ ჩაუტარდა სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევები, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე მოქალაქეებისთვის ფინანსური სახსრების დაზოგვის კუთხით.
 
აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ხსენებული დიაგნოსტიკური ცენტრის ლაბორატორიებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალური ფასდაკლების პაკეტებითაც შეუძლია ისარგებლონ.
 
გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ უფასო აქციაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებსაც არ გააჩნიათ სამედიცინო დაზღვევა და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ესაჭიროებათ სამედიცინო გამოკვლევები. მსგავსი კატეგორიის მოქალაქეების შერჩევა მოხდება თესალონიკის ემიგრანტთა ჯგუფის „SOS“ ხელძღვანელის, ლეილა ჯაფიაშვილის მიერ, რომელიც თესალონიკში წლებია დახმარებას უწევს საქართველოს მოქალაქეებს ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით. ტელ: +30 699 543 6369.
 
ქ. თესალონიკში განლაგებული დიაგნოსტიკური ცენტრის ხუთი ლაბორატორიის მისამართებია:
თემისტოკლი სოფულის 14, ტელ: +30 2310 425 901 (θεμιστοκλή Σοφούλη 14)
კონსტანტინოს კარანამლის 64, ტელ: +30 2310 805 540 (Κων/Καραμανλη 64)
პილეა, ლეოფოროს კენედის 37, ტელ:+30 2310 425 901 (Πυλαία, Λεωφ. Τζων Κέννεντυ 37)
ეთნიკის ამინის 32, ტელ: +30 2310 425 901 (Εθνικης Αμυνης 32)
ალექსანდრუ სვოლუს 32, ტელ: +30 2310 425 901 (Αλεξάντρου Σβώλου 32)
აქვე გენერალური საკონსულო სარგებლობს შემთხვევით და მადლობას უხდის თანადგომისთვის ქალბატონ ლეილა ჯაფიაშვილს და დიაგნოსტიკური ცენტრის - „პლატონი“ (PLATON DIAGNOSIS) ხელმძღვანელობას