ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სრულად დასრულდა მოქალაქეთა მისაღების განახლება
ქ. თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში სრულად დასრულდა მოქალაქეთა მისაღების განახლება!
ამასთანავე, გვინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ მოქალაქეთა მისაღებში გაიხსნა ქართული წიგნების კუთხე, სადაც წარმოდგენილია ცნობილი ქართველი პროზაიკოსებისა და პოეტების ნაწარმოებები, წიგნები საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურის, ხელოვნების და იმ ქართველი გმირების შესახებ, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. აღსანიშნავია, რომ აქვე განთავსებულია თესალონიკში მოღვაწე ქართველი პოეტების ლექსების კრებულები.
წიგნები ყველა ასაკის მკითხველზე არის გათვლილი და დაინტერესების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ თავიანთი გემოვნების მიხედვით შეარჩიონ წიგნები და წასაკითხად წიგნები სახლში წაიღონ, რაც შესანიშნავი საშუალებაა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათი ბავშვებისთვის, რათა უფრო ახლოს გაეცნონ ქართულ პროზას, პოეზიას და საქართველოს უახლეს ისტორიას.