ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საკონსულო აღრიცხვა

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე

უფლებამოსილია დადგეს  საკონსულო აღრიცხვაზე


საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია, როგორც გენერალურ საკონსულოში გამოცხადებით ასევე საფოსტო გზავნილის მეშვეობით გენერალურ საკონსულოში შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნით.

საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების მიზნით, პირმა სასურველია, რომ წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • 2 ფოტოსურათი  (ზომა  3X4  სმ).  ფოტოსურათის  წარმოდგენა სავალდებულო არ  არის;
  • თანმხლები უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი და ასევე ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები; 
  • საბერძნეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სამართლებრივად ყოფნის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: ცხოვრების ნებართვა), ასეთი უფლების არსებიბის შემთხვევაში. ზემოაღნიშნული დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის!
  • მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის საკონსულო აღრიცხვაზე დაყენებისათვის საჭიროა წარმოდგენილიქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია საკონსულო აღრიცხვაზე დააყენოს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა და შესაბამისი პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიღება საქართველოს მოქალაქეს ასევე შეუძლია პირადად ონლაინ რეჟიმში (skype) იუსტიციის სახლის ვებ-გვერდის მეშვეობით: http://intpass.cra.ge/consularmain.aspx

საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ