ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პასპორტის მიღება

ინფორმაცია პასპორტის გაცემის შესახებ

პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. პასპორტის შენახვისა და დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მის კანონიერ მფლობელს.

საქართველოს მოქალაქემ  პასპორტის მისაღებად სასურველია, რომ წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

· მოქმედი, მოქმედება ვადა გასული ანდა ხმარებისთვის უვარგისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (პირადობის მოწმობა ანდა პასპორტი) ანდა მათი ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 

·სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მოწმობები (მაგ.: დაბადების, ქორწინების, განქორწინების  მოწმობები) ანდა მათი  ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

 

 

18 წლამდე პირისათვის პასპორტის გაფორმებასთან დაკავშირებით აუცილებელია დამატებით წარმოდგენილ იქნეს შემდეგი საბუთები:

·დაბადების მოწმობა;

·კანონიერი წარმომადგენლ/ებ/ის (მშობლები) თანხმობა; 16-დან 18 წლამდე ასაკის პირებისათვის საკმარისია ერთ-ერთი მშობლის თანხმობა პასპორტის აღებათან დაკავშირებით თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს, როგორც სანოტარო, ასევე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით შესრულებული მარტივი წერილობითი ფორმით.

 

·  პასპორტის გაფორმებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურებია:

–         18 წლამდე პირისათვის – 61.93 ევრო;

–         სრულწლოვანი პირისათვის – 123.85 ევრო.

ცნობისათვის: ზემოთ აღნიშნული მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის თუ შესაბამისი მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ან შესაბამისი სტატუსის/ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციას.

წარსადგენად საჭირო ნებისმიერი უცხო ენაზე შესრულებული დოკუმენტი (მაგ,: დაბადების მოწმობა, სანოტარო წესით შესრულებული თანხმობა და სხვ.) საჭიროებენ ქართულ ენაზე თარგმნასა (ქართულ ენაზე ოფიციალურ თარგმანს ახორციელებს საბერძნეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო) და სათანადო წესით დამოწმებას (საბერძნეთის რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოების მიერ გაცემულ საბუთები საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებლად საჭიროებენ აპოსტილის წესით დამოწმებას).

სხვა დეტალების და გარემოებების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, უშუალოდ დაუკავშირდეთ გენერალური საკონსულოს თანამშრომელს.

პასპორტი გაიცემა სრულყოფილად საბუთების წარდგენის დღიდან ორმოცდახუთი დღის ვადაში.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ