ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ინფორმაცია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის შესახებ

 

საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა წარმოადგენს უცხოეთიდან საქართველოში დასაბრუნებელ დროებით სამგზავრო საბუთს, რომელიც გაიცემა მოქმედების ვადაგასული ან დაკარგული, ან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის (მგზავრობისთვის) უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (საქართველოს მოქალაქის პასპორტი და სხვ.) სანაცვლოდ საქართველოში დაბრუნების მიზნით.

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განსახილველად წარდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

* პირადობის ან ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

* წარმომადგენლის მეშვეობით აღებისას - წარმომადგენლის ან განცხადების წარმდგენი შესაბამისი პირის პირადობის ან ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ზემოთ აღნიშნული, მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ შესაბამისი მონაცემთა ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ან შესაბამისი სტატუსის/ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციას.

არასრულწლოვან პირზე დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება მათი კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი განცხადების საფუძველზე. საკითხის განხილვის დაწყებისათვის საკმარისია ერთ - ერთი მშობლის წერილობითი თანხმობა. თანხმობა შეიძლება წარდგენილ იქნეს, როგორც სანოტარო, ასევე საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით შესრულებული მარტივი წერილობითი ფორმით. წარმომადგენლის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში, დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.: დაბადების მოწმობა).

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემაზე შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღება განცხადების მიღებიდან 15 დღის ვადაში. დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა ერთ თვემდე მოქმედების ვადით თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი - 34.00 ევროს ოდენობით. თვრამეტ წლამდე პირთათვის დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა უფასოდ.

სხვა გარემოებების არსებობის შემთხვევაში ანდა დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ გენერალური საკონსულოს თანამშრომელს

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ